პოლიტიკა
თბილისის საკრებულო მერიის სარეზერვო ფონდს „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეების დასახმარებლად 1 100 000 ლარს გადაურიცხავს
დღეს თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ის მერის სარეზერვო ფონდს 1 100 000 ლარს გადაურიცხავს. ეს თანხა ერთჯერადი დახმარების სახით სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ 345 მოვაჭრეზე გადანაწილდება. თითოეული დაზარალებული 3000 ლარს მიიღებს.
დედაქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებას საკრებულოს 42 დეპუტატიდან 34-მა დაუჭირა მხარი.
საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ჯაბა სამუშიას განცხადებით, სხდომის ჩატარება იმის გამო გახდა საჭირო, რომ მერიის სარეზერვო ფონდს არ ჰქონდა საკმარისი თანხა მოვაჭრეების დასახმარებლად.
„ამ ეტაპზე მერიის სარეზერვო ფონდში არ იყო საკმარისი თანხა, რის გამოც დაგვჭირდა საბიუჯეტო ცვლილება, მერიის სარეზერვო ფონდს დაემატა 1100000 ლარი.და უკვე ამ კვირაში შესაძლებელია, დავიწყოთ ამ ერთჯერადი დახმარებების გაცემა“, - განაცხადა სამუშიამ.
კენჭისყრის პროცესს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“, „თბილისისა“ და „რესპუბლიკელების“ წევრები არ დაესწრნენ.
შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი 30 იანვარს გაჩნდა, რომლის შედეგად 1000-ზე მეტი მოვაჭრე დაზარალდა. გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ამ დრომდე მიმდინარეობს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


