უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 აპრილი, 2019 10:45
font-size

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 14 მაისამდე გაგრძელდება

4 აპრილიდან 14 მაისის ჩათვლით, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 11 კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და მოწვეული გუნდები გერმანიიდან, ლიტვიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და აზერბაიჯანიდან.

ფესტივალთან დაკავშირებით, დღეს, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ფესტივალის დირექტორი მაია ჩაჩავა და სამხატვრო ხელმძღვანელი არჩილ უშვერიძე უძღვებოდნენ.

მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას თქმით, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი კონცერტი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება.

„აღსანიშნავია, რომ ფესტივალი რეგიონში ერთადერთია, რომელიც ხელს უწყობს საგუნდო მუსიკის განვითარებას. წელს მრავალფეროვანი პროგრამაა, ადგილობრივ მონაწილეებთან ერთად, ათობით უცხოელი მონაწილეც ესტუმრება თბილისს. მინდა გამოვყო 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი კონცერტი, რომელშიც მონაწილე ქართული და ლიტვური გუნდები თავიანთი შემოქმედებით პატივს მიაგებენ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ.

ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე კონცერტები, ყოველწლიურად, სხვადასხვა სივრცეში იმართება.

წელსაც საფესტივალო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები გაიმართება სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, იაკობ გოგებაშვილის სასწავლებელში, მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის დარბაზში და სხვა.

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს თბილისის მერიის ინიციატივით დაფუძნდა, ფესტივალის მიზანი დღემდე უცვლელია და ითვალისწინებს ქართული საგუნდო მუსიკის განვითარებას, საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედების გაცნობას. ფესტივალის 9-წლიანი ისტორიის განმავლობაში, მსმენელს მიეცა შესაძლებლობა მოესმინა 50-მდე, მათ შორის 15 უცხოური გუნდისთვის.

ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; გენერალური პარტნიორია საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი; პარტნიორები არიან სატრანსპორტო კომპანია „ბენე ექსკლუზივი“ და სასტუმრო „მაჯესტიკი“.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი