სამართალი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოწამლულებიდან საავადმყოფოში ერთი პაციენტი რჩება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლულმა შვიდივე პაციენტმა „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ რეგიონული ჰოსპიტალი რამდენიმესაათიანი მკურნალობის შემდეგ დატოვა.
ექიმ-ტოქსიკოლოგ ოთარ დიხამინჯიას განცხადებით, რა ნივთიერებამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, დაზარალებულებისთვის უცნობია. მისივე თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. პაციენტებს რამდენიმე დღის შემდეგ გამოკვლევები კიდევ ჩაუტარდებათ.
ამასთან, ინტოქსიკაციით ინგოროყვას კლინიკას მიმართა ერთმა პაციენტმა. კაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მას გამოკვლევები ჩაუტარდა და ჯერჯერობით კლინიკაში რჩება.
ცნობისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმიტრი ბ-მ 2018 წლის 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


