საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაღში პიროტექნიკის ამოქმედების შედეგად ბავშვი დაშავდა
თბილისის N71-ე საჯარო ბაგა-ბაღში პიროტექნიკის ამოქმედებისას ბავშვი დაშავდა. ფაქტი 26 დეკემბერს მოხდა.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, სწორედ 26 დეკემბერს შეიყვანეს ერთ-ერთი ბაღიდან მათთან პიროტექნიკით დაშავებული მცირეწლოვანი.
მისი თქმით, ბავშვი მსუბუქად იყო დაშავებული და იმავე დღეს გაწერეს. დამწვრობის ცენტრში არ აკონკრეტებენ, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი N71-ე ბაღის შემთხვევას.
დაშავდა თუ არა ვინმე საბავშვო ბაღში მომხდარის დროს, ამის შესახებ არ საუბრობენ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში. უწყების ინფორმაციით, შემთხვევაზე მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნება. მათივე ცნობით, ბაღის ადმინისტრაციისგან აქვთ ინფორმაცია, რომ პიროტექნიკა ბაღში მშობელმა მიიტანა. მომხდართან დაკავშირებით ბაღის დირექტორმა სააგენტოს ახსნა-განმარტება მეორე დღეს მისცა.
წინასაახალწლო ზეიმზე ბაღში პიროტექნიკის გამოყენების შესახებ ვიდეომასალა სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


