საზოგადოება
თბილისის რამდენიმე რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიდ დიღომში, როსტევანის ქუჩის N 5-ის მიმდებარედ, მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, მკვებავ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე დამონტაჟდება.
„ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, დილის 11:00 საათიდან 6 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში: ნუცუბიძის I,II,V მ/რ, IV მ/რ-ის N 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 10ბ, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 19ა, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 33, 34, 35, 36, ფერმწერთა, ვარაზის, ბანძელაძის, ქვემო აჭარის, ბესო ჟღენტის, სადარბაზოს, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის ქუჩებს, შავგულიძის ქ. N 7, 7ა, მინდელის ქუჩას, ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N 1-დან N 19-ის ჩათვლით, ვაჟა-ფშაველას გამზ. N 48-დან N 80-ის ჩათვლით, ვაჟა ფშაველას ჩიხს, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის მე-4 კორპუსის N 1,2,3,4, სოფ.თხინვალას, თხინვალას აგარაკებს, ნუცუბიძის ქ. N 1-დან N 179-ის ჩათვლით, N 2-დან N 182-ის ჩათვლით, დელისის 1, 2, 3 ქუჩებს, გურიელის, გამრეკელის, თავაძის, თავხელიძის, ქავთარაძის, ჩახავას, სხირტლაძის, მაღალაშვილს, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, მარგიანის, მარიჯანის ქუჩებს, წყნეთის გზატკეცილს, მ. დოლიძის ქუჩას, წყნეთის ქ. 1 ჩიხს;
საბურთალოს რაიონში: ასათიანის, ზაქარაიძის ქუჩებს; დიდ დიღომში: ახალ თბილისს, ბალანჩინის ქუჩას, სურხავის, ფარსადანის ქუჩებს;
მარჯვენა სანაპიროს ბაქრაძის ქუჩიდან „ლაგუნა ვერამდე“;
მთაწმინდის რაიონში: ნიკოლოზ ბერაძის, აკაკი გელოვანის, გიგა ჯაფარიძის, კატო მელქაძის, ლაშა ლაშხის ქუჩებს.
დიდუბის რაიონში: ბელიაშვილის ქ. N 40-ის დასახლებას, ლუბლიანას ქუჩაზე ჟვანიას სახელობის კლინიკის ტერიტორიაზე სამედიცინო დაწესებულებას, დისევის, შალვა ერისთავის, ბოხუას ქუჩებს“, – აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციაში.
კომპანია ასევე ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის ქ. N 109-ში, გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ჩუღურეთის რაიონში ჩეჩელაშვილის ქუჩას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


