უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 აპრილი, 2019 10:05
font-size

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი – გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის, ზემო ვეძისის, ვახტანგ ჩიქოვანის, ბუდაპეშტის, ქართველიშვილის, ონიაშვილის, შალვა ნუცუბიძის და კანდელაკის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების, ინტენსიფიკაციის, ჟღენტის და კაპანელის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალგეთის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის, დეკაბრისტების, შავნაბადას, წალკის, ბოლნისის, თელეთის, ნიზამ განჯელის, ხუციშვილის, ბექა ოპიზარის, გიორგი მერჩულეს, გრიშაშვილის, ლორთქიფანიძის, საბანაძის, ქუმსიაშვილის, იაკობ ცურტაველის, მუხათის, იალღუჯის, ბერძნის, გორგასალის და ოფრეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის, ნიშნიანიძის და კრწანისის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, III მიკრორაიონების, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, მუხიანის ხევის, მუხიანის აგარაკების და კერესელიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოძვის, კრუპსკაიას, ულიანოვის, ფოცხიშვილის, რიონის, სარაჯიშვილის, ანდრონიკაშვილის და წერეთლის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მცხეთის, ქობულეთის, ბაზალეთის, ატენის, ფალიაშვილის, ნინო რამიშვილის, შროშის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, მახინჯაურის, ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის, დეპოს, საყვირის, კავთისხევის, წმინდა მელქისედეკ – I, კოხრეიძის და სვანეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბანაკოს დასახლების, აშშ პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის და მელაანის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II, III, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, მხატვრების დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ემზარ სულაქველიძის, ალექსანდრე წულუკიძის, შანდორ პეტეფის, ნიკო მუსხელიშვილის, შალვა მშველიძის, პატარიძის, ალუბლების, ხელოვანთა და დავით კვაჭანტირაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 1:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ისანი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ისნის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, შორაპანის, კახეთის და დოესის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის, ვარკეთილის III მასივის „დ“ ქუჩის, გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, აეროპორტის დასახლების, აფრიკის დასახლების, მოსკოვის გამზირის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ჯავახეთის, ქინძმარაულის, რქაწითელის, ნაკადულის, საფერავის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგიულის, ჩხავერის, ქინქლაძის, თავკვერის და ველისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში“.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი