საზოგადოება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
სამგორის რაიონი – გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქიზიყის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, თვალჭრელიძის და მაისურაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, გრიგოლ ხანძთელის, აბესაძის, ანტონ კათალიკოსის, დადიანის, ლესელიძის, ვახტანგ ბერიძის, კუფტინის, საიათნოვას, კოტე აფხაზის და პუშკინის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „სამგორი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის და მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, დემნა შენგელაიას და მამკოდის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ტრაპაიძის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას II შესახვევის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის II კვარტლის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, მეგობრობის გამზირის და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მნათობის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლების, შალვა ნუცუბიძის, გურიელის, ირაკლი გამრეკელის, დელისის, იოველ ჯებაშვილის, გაზაფხულის და თამაზ ნადარეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის და ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის მცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამ ფანჯიკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში“.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


