სამართალი
თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 2026 წლის იანვარ-თებერვალში შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინეს.
ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციის საშუალებით უკანონოდ ახდენდა დაზარალებულთა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების მოპოვებას და შენახვას, ხოლო მოპოვებული მასალის გავრცელების მუქარით დაზარალებულების მიმართ ახდენდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას (საერთო ჯამში, 7 ეპიზოდი).
ბრალდებული სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში იმყოფება და წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრაზე მოსამართლე უახლოეს დღეებში იმსჯელებს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის წარედგინა.
ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მხილებულია ექვსი პირი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი, რომლებმაც უკანონოდ მოიპოვეს, შეინახეს და გაავრცელეს დაზარალებულების, მათ შორის არასრულწლოვანის ინტიმური შინაარსის შემცველი ფოტო და ვიდეომასალა. სამ არასრულწლოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს) წარედგინა, სამ პირს კი – 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ორი პირის მიმართ, რომლებმაც ფარულად ჩაიწერეს და შეინახეს დაზარალებულის პირადი და სექსუალური ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ბრალდებულები სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინათ.
მხილებულია ასევე სამი პირი, რომლებმაც მცირეწლოვანი ბავშვის აქსესუარში (ჩაფხუტში) დაამონტაჟეს ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელიც ბავშვს კერძო საუბრების ჩაწერის მიზნით გაატანეს დაზარალებულის და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელ სახლში. სამივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით წარედგინა.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


