სამართალი
თბილისის პროკურატურამ ლევან ყიფიანი კიდევ ერთხელ გამოკითხა
"ომეგა ჯგუფისა" და "იბერიას" გარშემო არსებულ დიდ სკანდალთან დაკავშირებით, სპორტის ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს თბილისის პროკურატურაში გუშინ, დაახლოებით 5 საათის განმავლობაში კითხავდნენ.
ლევან ყიფიანმა თბილისის პროკურატურის დატოვების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა. სპორტის ყოფილი მინისტრის განცხადებით, ყველა კითხვას სავარაუდოდ ხვალ, პრესკონფერენციაზე გასცემს პასუხს.
„დიდი ბოდიში, თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, იცით, რომ გამოკითხვაზე ხუთი საათი ვიყავი, ძალიან დაღლილი ვარ. შევეცდები, ხვალ მოვიწვიო პრესკონფერენცია და ყველა კითხვას ამომწურავად გაეცემა პასუხი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ყიფიანმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ გახდა პროკურატურაში მისი დამატებით გამოკითხვა საჭირო, ლევან ყიფიანმა აღნიშნა, რომ კანონით პროკურორებს ამის უფლება აქვთ.
ლევან ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განმარტა, რომ პროკურატურაში დამატებითი კითხვები ჰქონდათ, რომლებიც უკვე განვლილ თემებს შეეხებოდა.
შეგახსენებთ - სხვადასხვა მედიასაშუალებებით სავარაუდოდ, ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში გამოძიება 2018 წლის 12 სექტემბერს 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


