უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ივლისი, 2025 13:03
font-size

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მეწარმეებს ახალი რეგულაციების შესახებ აფრთხილებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მეწარმეებს ინტენსიურ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას იმ ახალი რეგულაციის შესახებ, რომლის ამოქმედება 2026 წლის პირველი იანვრიდან არის დაგეგმილი.

მერიის ცნობით, თბილისის მერიის ინიციატივით დამტკიცებული ახალი წესი ეხება მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებას ან/და რეალიზაციას.

„დადგენილებით იკრძალება ზემოაღნიშნული საქმიანობა საცხოვრებელ, რეკრეაციულ, სატყეო, სპეციალურ, სატრანსპორტო და სანიტარიული დაცვის ზონებში. ასევე, დასაშვებ ფუნქციურ ზონებში (ძირითადად სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა) განისაზღვრა გარკვეული პირობები, რომელთა დაკმაყოფილებაც მოუწევთ ტერიტორიის მესაკუთრეებს და მეწარმე სუბიექტებს.

წესის ამოქმედებამდე, დავალების შესაბამისად, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ დედაქალაქში განხორციელდა სრული ინვენტარიზაცია რეგულაციას დაქვემდებარებული ტერიტორიების და მეწარმე/სუბიექტების. კერძოდ, ინსპექციამ 14-ზე მეტი მსხვილი არეალის მესაკუთრეს, რომელთაც თავიანთ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე 10 000-მდე მცირე მეწარმე ჰყავთ დასაქმებული, და 1 500-ზე მეტ საშუალო მეწარმე სუბიექტს პირდაპირი კომუნიკაციით გაუწია კონსულტაცია და გააცნო ის აუცილებელი პირობები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილონ. ასევე, ჩაბარდათ შესაბამისი გაფრთხილების წერილები.

რეგულაციის მიზანია დედაქალაქში ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს ხელშეწყობა, მოქალაქეებისა და გარემოს დაცვა მავნე ზემოქმედებისგან, ასევე, საქმიანობის დასაშვები არეალების, სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონების იმგვარად მოწესრიგება, რომ შეიქმნას აუცილებელი პირობები როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ისე საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისა მისაღწევად, მათ შორის საქმიანობაში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის.

რეგულაციით მოთხოვნილია, რომ დასაშვებ არეალებში უზრუნველყოფილი იქნეს ამტვერებადი მასალების დახურულ შენობებში განთავსება/რეალიზება; ფეთქებადი და ადვილად აალებადი მასალების განთავსება/რეალიზების შემთხვევაში – შენობებიდან გასასვლელი საშუალებები; სანიტარიული პირობები, სათანადო განათება და განიავება; შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა, ასევე მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების უსაფრთხოება საგანგებო ვითარებებისას.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დამატებითი კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში შეუძლია, დარეკოს თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22 და მუნიციპალური ინსპექცია უზრუნველყოფს შესაბამის უფლებამოსილ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრებს“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი