პოლიტიკა
თბილისის მთავრობა ფინანსთა სამინისტროს დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდას სთხოვს
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, თბილისის მთავრობა ფინანსთა სამინისტროს დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდას სთხოვს.
როგორც ჟურნალისტებს ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ვიცე-მერი იმედოვნებს, რომ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების განსახორციელებლად თბილისის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
მისივე თქმით, დაგეგმილია, რომ თბილისის ბიუჯეტის არსებულ პროექტს საკრებულოდან გამოითხოვენ და მის ხარჯვით ნაწილში რამდენიმე ცვლილება განხორციელდება.
"რამდენიმე საგზაო და სატრანსპორტო პროექტის ასახვა მოხდება 2018 წლის ბიუჯეტში. ძირითადად, ის პროექტები, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობას დავპირდით. არსებითი ცვლილება იქნება ბიუჯეტის. ჩვენ საშემოსავლო ნაწილში შენიშვნები არ გვაქვს, სწორად იყო დაგეგმილი, თუმცა ხარჯვით ნაწილში მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ. გრძელდება კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან კახა კალაძის მხრიდან, რომ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი გაუზარდოს, რათა ყველა ის პროექტი განვახორციელოთ, რომელსაც მოსახლეობას დავპირდით.
ჩვენ ველოდებით, რომ საბიუჯეტო ტრანსფერი, საბიუჯეტო დაფინანსება გაიზრდება და ეს თანხა საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტებს მოხმარდება,"- განაცხადა ხმალაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


