პოლიტიკა
თბილისის მერობისთვის კახა კუკავა იბრძოლებს, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კი დიმიტრი ლორთქიფანიძე
„დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის ერთობლივი კანდიდატი კახა კუკავა იქნება, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის დიმიტრი ლორთქიფანიძე იბრძვის.
კანდიდატები „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ წარადგინა.
ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მისი კანდიდატები გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.
„მე ძალიან დიდი სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ ორი ძალიან ღირსეული ადამიანი, რომლებიც გუნდებით შემოვლენ ამ არჩევნებზე და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით და არამხოლოდ ოპოზიციური ხმებისთვის.
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ოპოზიციური ერთობის მისაღწევად, ღირსეული ადამიანი წარმოვადგინოთ თბილისის მერის კანდიდატად - ბატონი კახა კუკავა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად ღირსეულად მოემსახურება თბილისსა და თბილისელებს. ასევე ძალიან ღირსეული კანიდატი უნდა წარვადგინოთ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე - ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელსაც ასევე არ სჭირდება წარდგენა და რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თბილისის მაცხოვრებელისთვის ეს ქალაქი გახდეს კომფორტული და ადამიანებმა თავი დაცულად და ღირსეულად იგრძნონ“, - განაცხადა ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე.
ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციური ძალის კანდიდატებს შეუძლიათ ხელისუფლების დამარცხება ადგილობრივ არჩევნებზე. მან არ გამორიცხა მეორე ტურის შესაძლებლობა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


