პოლიტიკა
თბილისის მერობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები ჯერ არ დასრულებულა - დავით ნარმანია
როგორიც იქნება ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება იმას დავემორჩილებით, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მერობის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები ჯერ არ დასრულებულა.
”მნიშვნელოვანია ის, რომ იქნება კონსულტაციები, გუნდური გადაწყვეტილება და შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიხედვით იქნება კანდიდატურა შერჩეული, რაც ყველაზე მთავარია, ვიცით ის, რომ კრიტერიუმები და მოთხოვნები ჩვენი გუნდის მხრიდან კანდიდატთან დაკავშირებით იქნება უცვლელი. კანდიდატი უნდა იყოს სამეურნეო საქმიანობაში კარგად გარკვეული ადამიანი, უნდა იცნობდეს ქალაქს, მის თავისებურებებს, სპეციფიკას, ჰქონდეს შესაბამისი კომუნიკაციის ნიჭი და უნარი. ასე, რომ ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე დავით ნარმანიასა და კახა კალაძის შორის რომ იყოს არჩევანი, მმართველი გუნდი რომელ კანდიდატურას აირჩევს, თბილისის მოქმედმა მერმა განაცხადა, რომ „გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მისაღებია“.
კითხვაზე, აქვს თუ არა სურვილი თბილისის მერის თანამდებობაზე მეორედ იყაროს კენჭი, ნარმანიამ უპასუხა: - ”როგორიც იქნება გადაწყვეტილება იმას დავემორჩილები”.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


