პოლიტიკა
თბილისის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა დაავალა
თბილისის მერმა კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს სააგიტაციო მასალების იმ შენობა-ნაგებობებიდან და ლოკაციებიდან დაუყოვნებლივ ჩამოხსნა დაავალა, რომელზეც მათი გაკვრა ნებადართული არაა.
მისივე დავალებით, მსგავსი ადგილების დასუფთავება და მოწესრიგება დღესვე უნდა დაიწყოს.
როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, კანონმდებლობით განსაზღვრულია იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზეც სააგიტაციო მასალების გაკვრა ნებადართული არ არის.
„სამწუხაროდ, თბილისში არსებობს ადგილები, სადაც საარჩევნო პლაკატებია გაკრული - ისტორიულ ძეგლებზე, მეტროს ჩასასვლელებში, რაც ძალიან დიდ უხერხულობას ქმნის. ჩვენთვის ეს ყველაფერი კატეგორიულად მიუღებელია. მესმის, რომ არის არჩევნები, მაგრამ გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც მათ აქვთ უფლება, საარჩევნო პლაკატები განათავსონ და არა ისეთ ადგილებზე, რომელიც ქალაქისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, იმოქმედეთ და დღესვე მოაწესრიგეთ ეს ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებას კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალების ამსახველი ფოტომასალაც წარუდგინა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


