პოლიტიკა
თბილისის მერიის და საკრებულოს მაღალჩინოსნებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში 235 მილიონი ლარი დახარჯეს - ზაალ უდუმაშვილი
ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თბილისის მერიაში ბოლო სამი წლის განმავლობაში მაღალჩინოსნებმა 235 მილიონი ლარი დახარჯეს.
ამის შესახებ უდუმაშვილმა, თბილისის მერიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აქედან 137 მილიონი ხელფასებსა და პრემიებზეა დახარჯული.
„ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა გავისტუმროთ ქალაქიდან „ქართული ოცნება“ და დავამსხვრიოთ ის მახინჯი, ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც ამ შენობაში არის გამეფებული. ეს ხალხი წურბელებივით აზის დღეს თბილისელებს და მათი მთავარი ამოცანა არის არა თბილისელებზე ზრუნვა, არამედ ის რომ რაც შეიძლება მეტი წაგლიჯონ და წაღლიტონ თბილისელებს საკუთარი კეთიდლღეობისათვის.
ციფრები არის შოკისმომგვრელი. მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ კეთილდღეობაზე თბილისის მერიის და საკრებულოს მაღალჩინოსნებმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 235 000 000 ლარი დახარჯეს.
აქერდან 137 მილიონი დახარჯულია ხელფასებზე, დანამატებზე და პრემიებზე. თბილისის მერიაში მადა ძალიან კარგი აქვთ. ეს იმ ფონზე როდესაც 7 ათას თბილისელს მოუხსნეს სოციალური დახმარება და ლუკმა პურის გარეშე დატოვეს“,-განაცხადა უდუმაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


