პოლიტიკა
თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლილებები ხორციელდება
თბილისის მერიაში სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, უქმდება ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური და იქმენა ახალი - გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური.
აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისვე ინფორნაციით, რეფორმის მიხედვითვე, არქიტექტურის სამსახურს გამოეყოფა ურნაბული განვითარების სამსახური.
,,არქიტექტურა დარჩება ცალკე და იქნება სერვისებზე ორიენტირებული, ხოლო პოლიტიკას წარმართავს ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური“, - აღნიშნა კალაძემ.
ამასთან, რეფორმის ფარგლებში განხორციელდება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებების მმართველობითი გაერთიანება.
ამ მიზნით გაერთიანებდება ორი საქალაქო სამსახური. კერძოდ, კულტურის საქალაქო სამსახური და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ჩამოყალიბდება კულტურის, განათლების და სპორტის საქალაქო სამსახურად.
მერიაში სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, კეთილმოწყობის სამსახურს შეეცვლება სახელწოდება და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური გახდა.
,,უმთავრესი არსი, რაც ამ ცვლილებებით არის გათვალისწინებული, არის ის, რომ საქალაქო სამსახურები მათ სფეროში არა უბრალოდ ტექნიკური აღმსარულებლები, არამედ პოლიტიკის შემქმნელები და პოლიტიკის გამტარებლები იქნებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


