საზოგადოება
თბილისის მერიამ სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებაზე განაცხადების მიღება დაიწყო
„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, 2024-2025 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერია განცხადებების მიღებას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები. თბილისის მერიისგან მიღებული სწავლის დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია სტუდენტების აკადემიურ მოსწრებაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული მხარდაჭერა და დახმარება სტუდენტებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
„ყოველთვის დავდგებით ჩვენი ახალგაზრდების გვერდით, რათა ხელი შევუწყოთ მათ მომავალი წარმატებისთვის. შეგიძლიათ, უკვე წარმოადგინოთ განაცხადები და ყველა ადამიანსა და ოჯახს გვერდით დავუდგებით, ვისაც ამის საჭიროება აქვს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისი თქმით, „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში 2024 წელს ფინანსური მხარდაჭერა 5 000-მდე სტუდენტს გაეწია.
განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


