უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 მარტი, 2025 12:31
font-size

თბილისის მერია ზღვისუბნის პარკში კაფეს მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

ნაძალადევის რაიონში მდებარე ზღვისუბნის პარკში კაფე განთავსდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, კაფეს მოსაწყობად, თბილისის მერია დღეიდან აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ფართის იჯარით გაცემაზე.

„გასული წლის ოქტომბერში ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში გაიხსნა საქალაქო მნიშვნელობის პარკი. რეკრეაციული სივრცე 25 ჰა-ს მოიცავს, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაჭაობებული, უმძიმესი მდგომარეობა იყო და ირგვლივ მცხოვრებთათვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ კარგ პარკს გავაკეთებდით. გამწვანების სამუშაოები დღესაც გრძელდება, რათა იქაურობა ყველანაირად მოწესრიგებული იყოს. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გათვალისწინებული იყო კაფეს განთავსება, რადგან ამ პარკს ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს. სწორედ ამიტომ, თბილისის მერია დღეიდან აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ფართის იჯარით გაცემაზე. ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ბიზნესს მინდა, მივმართო, რომ ჩაერთეთ აღნიშნულ ინტერესთა გამოხატვაში და წარმოადგინეთ თქვენი წინადადებები. დიდი იმედი მაქვს, რომ დაინტერესება იქნება, რადგან ჩვენთვის, ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ ყველანაირად მოწესრიგებული კაფე მოეწყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი