პოლიტიკა
თბილისის მერია წელიწადში დაახლოებით 28 მილიონ ლარს ხარჯავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამებზე - რევაზ სოხაძე
თბილისის მერია წელიწადში დაახლოებით 28 მილიონ ლარს ხარჯავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამებზე და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესში ცვლილება სწორედ აღნიშნული თანხის ეფექტიანად ხარჯვის მიზნით შევიდა.
როგორც თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ წევრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა, ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც კომპანიები, რომლებიც ამხანაგობის დაკვეთით სამუშაოებს ასრულებდნენ, მალევე უქმდებოდნენ და მერია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო, პასუხს ვერავის სთხოვდა.
„ხშირ შემთხვევაში, აღმოჩნდებოდა, რომ კომპანიები, რომლებიც კონკრეტული ამხანაგობის თავმჯდომარის დაკვეთით ასრულებდნენ სამუშაოებს, სამუშაოების შესრულების შემდეგ საერთოდ უქმდებოდა და შესაბამისად, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო პასუხს ვერავის ვთხოვდით. მიღებული ცვლილება უზრუნველყოფს, რომ უფრო მეტი გარანტიით მოხდეს ამ თანხების ათვისება“, – განაცხადა სოხაძემ.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესში შეტანილი ცვლილებების გადახედვა დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქციამ „ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა.
როგორც ფრაქციაში აცხადებენ, სწორედ აღნიშნული ცვლილებების გამო ფერხდება მნიშვნელოვანი სამუშაოები დედაქალაქში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


