უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 მარტი, 2019 14:45
font-size

თბილისის მერია 317 ბიბლიოთეკარს უმუშევრად ტოვებს

,,ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი სსიპ ,,ქალაქ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ბიბლიოთეკარებმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან განაცხადეს, იგეგმება მათი სამსახურებიდან გათავისუფლება და ამისთვის თბილისის მერია ყველაფერს აკეთებს.

თეონა ჭალიძემ დღეს ის დოკუმენტიც გაასაჯაროვა, რომელზე ხელმოწერასაც ბიბილიოთეკარებს სთხოვენ.

,,სამწუხაროდ, თბილისის მერი, კახა კალაძე აგრძელებს წინამორბედის პოლიტიკას და ყველანაირი მეთოდით ცდილობს კადრების წმენდას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ამას მოწმობს ის შეთანხმებაც, რომელზე ხელის მოწერასაც სთავაზობს მერიის ააიპ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება“ ბიბლიოთეკარებს. საუბარია 317 თანამშრომელზე. შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემთხვევაში, 2019 წლის 1 აპრილიდან ამ ადამიანების ბედი იქნება სრულიად გაურკვეველი.

მსგავსი შემთხვევა გვქონდა რამდენიმე წლის წინაც, როდესაც მხოლოდ მერიიდან და გამგეობებიდან 1000-მდე თანამშროომელმა დატოვა თანამდებობა და ეს მოხდა დავით ნარმანიას მიერ, მერის პოსტის დაკავებიდან სულ რამდენიმე თვეში. ზოგმა იძულებით - პირადი განცხადების საფუძველზე, ზოგიც ბრძანებით გაანთავისუფლეს.

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების სიმძიმე მე საკუთარ თავზე გამოვცადე. შემთხვევიდან ოთხი წლის თავზე, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკანონოდ განთავისუფლებულად მცნეს, ისევე როგორც არაერთი სხვა. სწორედ იგივე მეთოდებით, მოტყუებით ცდილობენ ამჯერად ბიბლიოთეკარების განათავისუფლებას.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ მათ, ხელის მოწერამდე კარგად დაფიქრდნენ და არ მოტყუვდნენ.

თბილისის მერიამ ერთხელ უკვე წააგო სასამართლოში დავა ბიბლიოთეკარებთან და ახლა ამ მეთოდს მიმართავს, რითაც რამდენიმე დღეში შეიძლება კიდევ გაიზარდოს უმუშევართა რიგები. მათ ადგილზე კი „ქართული ოცნების“ აქტივისტები ვიხილოთ“, - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი