პოლიტიკა
თბილისის მერი საკრებულოში მივა როცა ამას დეპუტატების შესაბამისი რაოდენობა მოითხოვს - ირაკლი ლექვინაძე
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, თბილისის მერი საკრებულოში მივა, როცა ამას დეპუტატების შესაბამისი რაოდენობა მოითხოვს და დროს განსაზღვრავს თბილისის მერი საკრებულოს უმრავლესობასთან შეთანხმებით.
მისივე განმარტებით, დავით ნარმანიას დეპუტატების მიწვევაზე უარი არ უთქვამს, მან უბრალოდ განაცხადა, რომ მონაწილეობს მხოლოდ საქმიან განხილვებში.
ლექვინაძის თქმით, თბილისის მერის ყველა მოქმედება არის სამართლებრივ ჩარჩოში.
”რაც შეეხება მერის და მისი მოადგილეების მისვლას საკრებულოში, ჩვენ ვაპირებთ მივიდეთ საკრებულოში და წარვადგინოთ წლიური ანგარიში. დავით ნარმანია მზად არის ისაუბროს არა მარტო ამ საკითხზე, არამედ ყველა იმ საკითხზე, რომელიც შეიძლება თბილისის წინაშე გამოწვევის სახით იდგეს, თუმცა პოლიტიკურ შოუში, რომელსაც აპირებს ”ნაციონალური მოძრაობა” და მისი მხარდამჭერი ოპოზიციური პარტიები, მერია მონაწილეობას არ მიიღებს. ეს არის დიდი პოლიტიკური შოუს ნაწილი. საქმიან გარემოში ჩვენ მზად ვართ ყველასთან - არასამთავრობო სექტორთან, ოპოზიციურ პარტიებთან, ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ და განვმარტოთ ის არგუმენტაცია, რაც ამ საქმეზე არსებობს”, - განაცხადა ლექვინაძემ.
ცნობისათვის: თბილისის საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დედაქალაქის მერ დავით ნარმანიას საკრებულოში მოასამართლე ნატა ნაზღარიძის ძმისთვის ქონების გადაცემის საკითხზე იბარებენ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


