პოლიტიკა
თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულო დღეს ბოლო სხდომას მართავს
თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულო დღეს ბოლო სხდომას მართავს.
საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის ინფორმაციით, სხდომაზე ქალაქის განვითარებისთვის საჭირო საკითხებს განიხილავენ. პარალელურად, დაგეგმილია სარევიზიო კომისიის 6 თვის ანგარიშის მოსმენა.
”ვფიქრობ, დღევანდელი სხდომა იქნება იმის მაჩვენებელი თუ მეხუთე მოწვევის საკრებულო რა მიმართულებით მუშაობდა და ერთგვარი შემაჯამებელი სურათი იმისა თუ როგორ ყალიბდებოდა ამ სამ წელიწადნახევრის მანძილზე ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ჩვენი თანამემამულეებისთვის იყო საჭირო,“ - განაცხადა ალიბეგაშვილმა.
თავსი მხრივ, საკრებულოს ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საკრებულოს უმრავლესობის წევრები მთელი ამ წლების განმავლობაში თბილისელების პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დაცვას ემსახურებოდნენ.
ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა სავარაუდო, მომავალ კვირას გაიმართება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


