პოლიტიკა
თბილისის ყოფილი პროკურორის შეფასებით, აბსურდია ექსპერტის განცხადება, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საექსპერტო დასკვნის დადება პროკურორმა შეაჩერებინა
თბილისის ყოფილი პროკურორის, მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, აბსურდულია ტრასოლოგიური ექსპერტიზის შემდგენი ექსპერტის განცხადება, რომ ხორავას ქუჩაზე 2 მოზარდის მკვლელობის საქმეზე საექსპერტო დასკვნის დადება პროკურორმა შეაჩერებინა.
„ჩემი აზრით, ეს არის სრული აბსურდი. ამ თემით მე დავინტერესდი და დავურეკე პროკურორს, რომელზეც საუბრობდა. იმ საუბარს ესწრებოდა ორი პროკურორი და სამი ექსპერტი. თუ გამოკითხავთ იმ ხალხს, დაგიდასტურებენ ამ ინფორმაციას. გაჩერება-არგაჩერება ფიზიკურად ვერ მოხდება, რადგან როცა ექსპერტი წერს დასკვნას, მას ხელი უნდა მოუწეროს ხელმძღვანელმა, მათაც აქვთ იერარქიული კიბე. გამოუშვი-არ გამოუშვა დასკვნა, ეს ფიზიკურად ვერ მოხდება. ამ ადამიანს ან ეგონა, რომ რაღაც სხვაზე დაუსვეს კითხვა, ან შეცდომაშია შეყვანილი, ან რაღაც მოეჩვენა“, - უპასუხა შაყულაშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდიმარის მოადგილის, ანრი ოხანაშვილის შეკითხვას.
ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა თქვა, რომ მას დასკვნის დადება პროკურატურამ შეაჩერებინა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


