უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 დეკემბერი, 2018 13:30
font-size

თბილისის ბიუჯეტმა პირველად გადააჭარბა მილიარდ ლარს - ლევან არველაძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ლევან არველაძე მომავალ წელს დედაქალაქში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ სამუშაოებს გამოეხმაურა.

„ჩვენი გუნდი ასრულებს ყველა იმ წინასაარჩევნო დაპირებას, რომელიც მივეცით დედაქალაქის მოსახლეობას. ისტორიაში პირველად თბილისის ბიუჯეტმა მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც აუცილებლად დადებითად აისახება ქალაქის განვითარებაზე,”- აღნიშნა ლევან არველაძემ.

საკრებულოს წევრმა იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა განხორციელებაც მომავალ წელს არის დაგეგმილი.

კერძოდ, 2019 წლიდან იწყება თბილისის მეტროს რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი. მეტროს ხაზი ფართოვდება ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით და არსებულ სადგურებს შეემატება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეტროს სადგურები. არსებულ ხაზზე იზრდება ვაგონების რაოდენიბაც, რაც მომატებულ მგზავრთა ნაკადის კომფორტულად გადაადგილებას უზრუნველყოფს.

იზრდება მუნიციპალური ავტობუსების რაოდენობაც 400 ერთეულით. უმოკლეს ხანებში სრულიად განახლდება ავტოპარკი ეკოლოგიურად სუფთა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტრანსპორტით.

თბილისში არსებულ 10 საბავშვო ბაგა-ბაღს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია და ამასთანავე, დაგეგმილია ახალი სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა.

დედაქალაქის გამწვანებისა და ეკოლოგიიის მიმართულებით გადაიდგა არაერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ამ მიმართულებით სამუშაოები გრძელდება და მომავალ წელს დიღმის ჭალებში და თემქაზე არსებულ ხევში გაშენდება ახალი, კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცეები.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი