პოლიტიკა
თბილისის ბიუჯეტი 880 მილიონ ლარამდე იზრდება
2018 წლის თბილისის ბიუჯეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 60 მილიონი ლარი გამოიყოფა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, გაზრდის შედეგად თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით, 880 მილიონ ლარამდე იქნება.
კახა კალაძემ აქვე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, ცენტრალურ ხელისუფლებას, ფინანსთა სამინისტროს თანადგომისთვის.
"დაახლოებით, 60 მილიონი ლარით გაიზრდება 2018 წლის ბიუჯეტი განსახორციელებელი პროექტებისთვის და ეს არის ზოგადად, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი. ეს თანხები მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე, ეს არის- მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები - როგორც მეტროსადგურების, ასევე ვაგონების განახლება, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. ჩვენ რაც გვქონდა წინასაარჩევნოდ გაჟღერებული, იმ კონკრეტული პროექტების განხორციელება მოხდება. ძალიან მიხარია. 2018 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის იქნება განსაკუთარებულად განსხვავებული, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე, რადგან ვიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო წარმოდგენილი", - განაცხადა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


