პოლიტიკა
თბილისის არქიტექტურის სამსახურის ერთადერთი ინტერესი ხარისხიანი გენერალური გეგმის მიღებაა - თეიმურაზ ბოლოთაშვილი
დედაქალაქის მერიის მიერ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის მიმართ გამოყენებული სანქცია ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით იქნა გამოყენებული, – განაცხადა თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ბოლოთაშვილმაა.
მისი თქმით, არქიტექტურის სამსახურის, როგორც შემსყიდველის, ერთადერთი ინტერესი ხარისხიანი დოკუმენტის მიღებაა.
„მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის 140 000 ლარით დაჯარიმება ჩვენი სურვილი არ ყოფილა. ეს ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე ჩვენი ვალდებულება იყო, ვინაიდან მეექვსე – საბოლოო ეტაპზე, დოკუმენტაციის „დახარვეზება“ მესამედ მოხდა. დღეს შესწორებულ დოკუმენტაციას ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი შენიშვნები იქნება გამოსწორებული. ვიდრე შემსყიდველისგან ხარისხიანი დოკუმენტი არ ჩაგვბარდება, მანამდე მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმდება“, – განაცხადა თეიმურაზ ბოლოთაშვილმა.
თბილისის მერიამ „სითი ინსტიტუტ საქართველო“ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე სამჯერ შენიშვნების გაუთვალისწინებლობისთვის 140 ათასი ლარით დეკემბრის ბოლოს დააჯარიმა და დოკუმენტის სრულყოფისთვის ათდღიანი ვადა მისცა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


