უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 სექტემბერი, 2025 13:49
font-size

თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა - მოზარდებს და პედაგოგებს შენობა სასწრაფო წესით დაატოვებინეს.

ერთი საათზე მეტია სკოლის შენობაში ადმინისტრაციის წარმომადგენლების და მშობლების შეხვედრა მიმდინარეობს.

მანამდე კი მშობლებს უთხრეს, რომ 116-ე სკოლიდან ბავშვები სხვდასხვა მიმდებარე სკოლებში გადანაწილდებიან, ივლიან ავტობუსებით და ასე მოახერხებენ მოსწავლეები სწავლის გაგრძელებას.

სკოლის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ მიზეზი სამხარაულის დასკვნაა, რომლის მიხედვითაც, შენობა ავარიულია და დემონტაჟს ექვემდებარება.

„საგაკვეთილო პროცესი აღდგა 15 სექტემბერს, 17 სექტემბერს მივიღეთ სამხარაულის ბიუროდან დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ შენობა გარკვეულწილად საფრთხის შემცველია, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოსწავლეთა უსაფრთხოების გათვალისწინებით, ისინი გადაყვანილ იქნენ ალტერნატიულ შენობაში. მოსწავლეები უზრუნველყოფილები იქნებიან ტრანსპორტის მომსახურებით და გაკვეთილები აღდგება ორშაბათიდან, არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ შეექმნებათ მათ, ასევე ტრანსპორტირების მხრიდანაც“, - ამბობს სკოლის დირექტორი.

შენობის ავარიულობის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებენ მოზარდების მშობლები. ისინი ვარაუდობენ, რომ ტერიტორია სამშენებლო პოლიგონად უნდა გადაიქცეს და სკოლის ნაცვლად კორპუსები აშენდეს.

„რატომ გახსენეს 15 -ში და შეწყვიტეს 17-ში, თუ კი სკოლას ავტორიზაცია არ ჰქონდა გავლილი და არ იცოდნენ სკოლის მდგრადობის შესახებ, რატომ გარისკეს და რატო გახსნეს სასწავლო პროცესი. როგორ მოხდება ამ ბავშვების ტრანსპორტირება, 1200 ბავშვი სწავლობს ამ საჯარო სკოლაში, მათი გადაყვანა წერეთლის გამზირზე, ქალაქის კოლაფსს გამოიწვევს, გვპირდებიან, რომ აქ აშენდება კორპუსი. დიდუბეში, სამწუხაროდ, სკოლები აღარ არის. ამიტომ, დარწმუნებულები ვართ აქაც აშენდება კორპუსი, არ აშენდება საჯარო სკოლა და ასე ვიშლებით“, - განაცხადა მშობელმა.

116-ე სკოლაში ამ დროისთვის საგაკვეთილო პროცესი შეწყვეტილია. ადმინისტრაციის წევრები ამბობენ, რომ 1 კვირის განმავლობაში მოსწავლეები დისტანციური რეჟიმით ისარგებლებენ.

წყარო

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი