პოლიტიკა
თბილისელების ჯიბიდან ამოღებული პარკირების სააბონენტო საფასურის და ჯარიმების 60% თბილისის ბიუჯეტში ირიცხება - თენგიზ შერგელაშვილი
„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, პარკირების სააბონენტო საფასურისა და ჯარიმების შედეგად თბილისის ბიუჯეტში 2014 წლიდან დღემდე 21 000 000 ლარზე მეტი შევიდა.
ამის შესახებ პარკირების პრობლემასთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
„საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ თბილისელების ჯიბიდან ამოღებული პარკირების სააბონენტო საფასურის და ჯარიმების 60% თბილისის ბიუჯეტში ირიცხება. 2014 წლიდან დღემდე თბილისის ბიუჯეტში ამ გზით შესულია 21 000 000 ლარზე მეტი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და დგომის წესებით რეგულირება უშუალოდ თბილისის მერიის ვალდებულებაა, ხოლო თავად 10- ლარიანი ჯარიმის ოდენობა დადგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ადგენს“,-განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის ფონზე წლების განმავლობაში ხელისუფლება ხელს მხოლოდ „სითი პარკისკენ“ იშვერს და ცდილობს, საკუთარ პასუხისმგებლობას თავი აარიდოს.
შერგელაშვილი მიმართავს „ქართულ ოცნებას“ და მერობის კანდიდატ კახა კალაძეს, საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ, განმარტონ თუ რას მოხმარდა აღნიშნული თანხები და რა გაკეთდა იმისათვის, რომ თბილისში პარკირების ადგილები გაზრდილიყო.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


