საზოგადოება
თაზო დათუნაშვილი გაიტაცეს მანდატურებმა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასამართლოს სარდაფში საკანში ჰყავთ გამოკეტილი. ტელეფონი წაართვეს - საბა ბუაძე
მათე დევიძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სავარაუდოდ, თაზო დათუნაშვილი დააკავეს.
ვიდეოკადრებში, რომელსაც "პუბლიკა" ავრცელებს, ჩანს, როგორ შეიყვანეს ის მანდატურებმა შენობაში ძალის გამოყენებით.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ფიქრია ჩიხლაძე "პირველებს" ეუბნება, რომ დათუნაშვილს, სავარაუდოდ, მანდატურები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
არსებული ინფორმაციით, პოლიტიკოსს დაზიანებები აღენიშნება. კოალიცია "ძლიერი საქართველო" ამ წუთებშიც ადგენს, სად ჰყავთ გადაყვანილი პოლიტიკოსი.
მე ვიმყოფებოდი ეკა მიშველაძის პროცესზე. უცბად ატყდა ხმაური, როდესაც მესიჯით გავიგეთ, რომ მათე დევიძის თაობაზე განაჩენი გამოტანილი იყო და მივხვდით, რომ ეს ხმაური ამ ამბავს უკავშირდებოდა. ჩვენ დარბაზში ვისხედით და ისმოდა ხმა, "ნუ მცემთ, ბიჭო, ნუ მცემთ, ბიჭო". ეს ხმა თაზოს ხმას ჰგავდა. ახლა ვცდილობთ, გავარკვიოთ, ადამიანი სად არის, არის თუ არა დაკავებული. მას საბა ბუაძე ესაუბრა მანამ, სანამ ტელეფონს ჩამოართმევდნენ. ახლა ტელეფონი ჩამორთმეული აქვს, რადგან ვერ ვუკავშირდებით". - განაცხადა ფიქრია ჩიხლაძემ.
განახლება: სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით წერს კოალიციის კიდევ ერთი ლიდერი.
„თაზო დათუნაშვილი გაიტაცეს მანდატურებმა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასამართლოს სარდაფში საკანში ჰყავთ გამოკეტილი. ტელეფონი წაართვეს“, - აცხადებს „ძლიერი საქართველოს“ წევრი საბა ბუაძე.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


