პოლიტიკა
თავს უფლებას ვერ მივცემთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი დაკნინდეს - ეკა ბესელია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება.
დეპუტატის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გამორჩეული უნდა იყოს ნდობით, კვალიფიციურობითა და ბევრი სხვა ფაქტორით.
„ამ პროცესს დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით, თუმცა ახლა ის ეტაპია, როცა კონსულტაციებს პრეზიდენტი აწარმოებს. პარლამენტი პოლიტიკურ პროცესში მას შემდეგ ერთვება, რაც კანდიდატს შემოგვთავაზებენ. გადაწყვეტილების მიღების კუთხით, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან მართლმსაჯულების რეფორმას ვახორციელებთ და ამ რეფორმის წარმატებით დასრულება დამოკიდებულია იმაზე, თავმჯდომარის შესახებ როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თავს უფლებას ვერ მივცემთ, რომ ეს პროცესი დაკნინდეს. პირიქით, მნიშვნელოვანია, კანდიდატის შერჩევა ყველა იმ კრიტერიუმის დაცვით მოხდეს, რაც ამ პროცესს მაღალ ლეგიტიმაციასა და სანდოობას მისცემს. მნიშვნელოვანია, კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები, კანდიდატების დასახელება არც ისე მარტივია. ამ საკითხზე სიღრმისეული მსჯელობა მოგვიწევს“, – განაცხადა ბესელიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


