უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 თებერვალი, 2017 17:10
font-size

„თავისუფლების ინსტიტუტმა“ ჯერ კიდევ 2004 წელს შექმნა მედია-გეგმა ეკლესიის დისკრედიტაციისთვის - ირმა ინაშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, „ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ 90-ანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო, როდესაც ქვეყანაში „თავისუფლების ინსტიტუტი“ შეიქმნა.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, „თავისუფლების ინსტიტუტმა“ შექმნა კონკრეტული მედია-გეგმა, რომლითაც, მისი წარმომადგენლები 2004 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხზე მივიდნენ.

„ეს გეგმა ითვალისწინებდა რამდენიმე პუნქტის განხორციელებს. დოკუმენტური ფილმები უნდა მოგვემზადებინა: სინოდზე, სადაც უნდა წარმოჩენილიყო, რომ სინოდი არის გახლეჩილი, რომ პატრიარქი მოხუცდა და ვეღარ მართავს პროცესებს. უნდა წარმოჩენილიყო, რომ სინოდი არის უუნარო ორგანო, როგორც კორუმპირებული მეუფეების ჯგუფი, რომელთა ერთი ნაწილი არის ბრმა ფანატიკოსი, მეორე ნაწილი მექრთამე;

დოკუმენტურ ფილმებში უნდა ასახულიყო სამონასტრო ცხოვრება. მონასტრების ცხოვრება ისე გაშუქებულიყო, თითქოს დედები არიან ლესბოსელები, მამები არიან მამათმავლები და ეს „ლამაზ“ ფორმებში უნდა აესახათ 1 არხის ჟურნალისტებს.

უნდა მოზმადებულიყო სპეციალური სერია, სადაც აისახებოდა, რომ მრევლი არის ბრმა და უცოდინარი, რომ მათ არაფერი იციან რელიგიური დღესასაწაულების შესახებ.

უნდა წარმოჩენილიყო, რომ არაფერი არ არის შობა, აღდგომა, უნდა გაშაყირებულიყო რელიგიური დღესასწაულები-ამისთვის სპეციალური თავი იყო.

უნდა გვეჩვენებინა მართლამიდებლები, როგორც მოძალადეები და სხვა რელიგიების შემვიწროებელნი.

კიდევ ერთი პუქნტი ეხებოდა დაფინანსების საკითხს. სწორედ ამ დაფინანსების საკითხსზე საუბრობს დღეს რესპუბილიკური პარტია, რომ რევიზია მოხდეს, თუ რაში ხარჯავს ეკლესია ფულს.

ამ გეგმით ხელმძღვანელობს რესპუბლიკური პარტია, იმიტომ რომ რესპუბლიკური პარტია, ბერძენიშვილები, იყვნენ „თავისუფლების ინსტიტუტის“ იდეოლოგები, სწორედ ეს ხალხი ებრძოდა ეკლესიას, სააკაშვილებთან, ბოკერიებთან ერთად და დღესაც ეს ბრძოლა მიდის. ახალი არაფერი მომხდარა. ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებს იგივე ხალხი. დრო იცვლება, თორემ ადამიანები და მათი მენტალიტი არ იცვლება, ესენი ნეობოლშევიკები არიან, რომლებიც არიან თანამედროვე ბორის ძნელაძეები“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი