პოლიტიკა
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ბევრჯერ აჩვენეს, რომ ხელისუფლებისთვის გუნდრუკის კმევით იყვნენ დაკავებული - სერგი კაპანაძე
ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგი კაპანაძე „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრების მოწოდებას გამოეხმაურა.
ზურაბ აბაშიძემ, გია ცაგარეიშვილმა და დავით ონოფრიშვილმა საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდეს, რომ არჩევნების მეორე ტურში ხმა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ.
როგორც კაპანაძემ საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ბევრჯერ აჩვენეს, რომ ხელისუფლებისთვის გუნდრუკის კმევით იყვნენ დაკავებული, ვიდრე რეალური ოპოზიციური საქმიანობით.
„ფუნდამენტური განსხვავება არის იმ ადამიანებს შორის და მათი პოზიციას შორის, ვინც მხარი დაუჭირა „თავისუფალ დემოკრატებს“ და ამ პარტიის ყოფილ ლიდერებს შორის, რომლებმაც ბევრჯერ აჩვენეს, რომ პრინციპული პოზიციის დაკავება არ შეუძლიათ. მათ ბევრჯერ აჩვენეს, რომ ისინი ხელისუფლებისთვის გუნდრუკის კმევით იყვნენ დაკავებული, ვიდრე რეალური ოპოზიციური საქმიანობით. ამიტომ, მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ის ადამიანები, რომლებიც სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები იყვნენ პირველ ტურზე, როდესაც მეორე ტური დადგება, მოვლენ და ისევ ოპოზიციურ პარტიას დაუჭერენ მხარს იმ მიზნით, რომ „ოცნებამ“ არ მიიღოს კონსტიტუციური უმრავლესობა. ძალიან სამწუხაროა, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ რამდენიმე ყოფილი ლიდერი ამას ვერ აცნობიერებს“,-აღნიშნა კაპანაძემ.
მონიკადავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


