პოლიტიკა
„თავისუფალი საქართველო“ პრემიერის ინიციატივას მიესალმება
პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიესალმება ოპოზიციასთან კონსულტაციების დაწყების შესახებ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას.
როგორც ,,თავისუფალი საქართველოს’’ განცხადებაშია აღნიშნული, პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგი არის ის ჯანსაღი ფორმატი, რომელიც უმჯობესი იქნებოდა საკონსტიტუციო რეფორმის დაწყებისთანავე გამართულიყო.
,, თუმცა, თუკი მხარეების მხრიდან იქნება შესაბამისი მზაობა, კომპრომისის მიღწევა ამ ეტაპზეც შესაძლებლად მიგვაჩნია.
ვიმედოვნებთ, რომ ოპოზიციასთან გამართულ კონსულტაციებს არ ექნება მხოლოდ ფორმალური სახე და საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით შევძლებთ რეალური კომპრომისების მიღწევას.
იმავდროულად, მიგვაჩნია, რომ დიალოგი ზოგადად არის ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ურთიერთობის ნორმალური და დემოკრატიული ფორმატი. ამდენად, თუკი საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე შედგა ხელისუფლების და ოპოზიციის თანამშრომლობის პოზიტიური პრეცენდენტი, იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება ამავე რეჟიმში განვიხილოთ საარჩევნო გარემოს, საგარეო პოლიტიკის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც’’, - აცხადებენ ,,თავისუფალ საქართველოში.’’
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


