პოლიტიკა
„თავისუფალი საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს ერთიან კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს
„თავისუფალი საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს ერთიან კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს.
პარტიის პოლიტიკური საბჭო აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
,,მიგვაჩნია, რომ საქართველოზე ხელოვნურად თავსმოხვეული ორპარტიული სისტემა ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს, აზიანებს დემოკრატიულ პროცესს და ამომრჩეველს უკარგავს რეალურ არჩევანს და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მოტივაციას. ამიტომაც, მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, გვერდზე გადავდოთ პარტიული ინტერესები და ადგილობრივ არჩევნებზე მხარი დავუჭიროთ თბილისის და სხვა ქალაქების მერობის ერთიან კანდიდატებს.
ერთიანი კანდიდატად შესაძლოა დასახელდეს ნებისმიერი პარტიის წევრი ან უპარტიო კანდიდატი, გარდა „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული პირებისა. ვფიქრობთ ამ გზით შევძლებთ რეალური კონკურენცია გავუწიოთ როგორც მმართველი პარტიის კანდიდატებს, რომლებიც თავინთ თავს „უალტერნატივოდ“ მიიჩნევენ, აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს, რომელთა მთავარი ამოცანაც „მთავარი ოპოზიციური ძალის“ სტატუსის მონოპოლიზაციაა და არა ხელისუფლების შეცვლა.
ორშაბათს ამ მიზნით გაიმართება პირველი შეხვედრა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებთან, კვირის მანძილზე კი გაიმართება შეხვედრები სხვა წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან.
მოვუწოდებთ ყველა პარტიას მოლაპარაკებების დასრულებდამდე თავი შეიკავონ საკუთარი პარტიული კანდიდატების დასახელებისაგან რათა არ დავქსაქსოთ ოპოზიციის ძალები.’’
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


