უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 დეკემბერი, 2016 18:20
font-size

„თავისუფალი საქართველო“ ოპოზიციას საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტისკენ მოუწოდებს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებით, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი, ცნობილი გახდა, რომ მასში გარდა იმისა, რომ მონაწილეობას ვერ მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, კომისიაში მიწვეული არ არიან არც არასაპარლამენტო კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი. საკონსტიტუციო კომისიაში მმართველი პარტია წარმოდგენილი იქნება 23 დეპუტატით + 7 თანამდებობის პირით, რომელიც ასევე მმართველ პარტიას წარმოადგენენ. საპარლამენტო ოპოზიცია წარმოდგენილი იქნება - 7 დეპუტატით და არასაპარლამენტო პარტიების ერთი ნაწილი - 4 პირით.

„კომისიის მუშაობაში მიწვეული არ არის საქართველოში მოქმედი 20 კვალიფიციური პარტიდან - 13, რაც პირველად ხდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. არც წინა მოწვევის პარლამენტის და არც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ეჭქვეშ არ დამდგარა კვალიფიციური პარტიების უფლება მონაწილეობა მიეღოთ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში.

სრულიად აშკარაა რომ ივანიშვილი აპირებს კონსტიტუციურ რეფორმას არა ეროვნული თანხმობის საფუძველზე, არამედ თავისი ავტორიტარული კაპრიზების განხორციელების პროცესში ანტურაჟის შექმნას, შესაბამისად მოვუწოდებთ რეალურ ოპროზიურ პარტიებს და რეალურად დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს:
1. გამოვუცხადოთ ბოიკოტი ივანიშვილის საკონსტიტუციო კომისიას, რომელიც წარმოადგენს მხოლოდ ანტურაჟს ავტორიტარული რეჟიმისთვის;

2. შევქმნათ ალტერნატიული საკონსტიტუიციო კომისია და მოვამზადოთ ალტერნატიული, დემოკრატიული კონსტიტუციის პროექტი, რომელიც იქნება არა ერთი ადამიანის კაპრიზების აღსრულება არამედ ფართო ეროვნული კონსესუსის შედეგი და „თამაშის წესები“ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე - ისე როგორც გასული 2 საუკუნის მანძილზე ეს გააკეთეს ევროპის ცივილიზებულმა ერებმა. კომისიაში მოწვეულ უნდა იქნენ ყველა პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, მეცნიერები, უნივერსიტეტები, უმცირესობები და რელიგიური გაერთიანებები.

3. 2017 წლის გაზაფხულზე დავიწყოთ სამთავრობო პროექტის პარალელურად ალტერნატიული პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა და მოვითხოვოთ რეფერენდუმზე გატანილ იქნეს პროექტის 2-ვე ვარიანტი“, _ აცხადებს „თავისუფალი საქართველო“.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი