პოლიტიკა
„თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურ ოპოზიციასთან ფართომასშტაბიანი დიალოგისკენ
ვენეციის კომისიის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების სისტემის შეცვლა საჭიროებს კონსესუსს პოლიტიკურ ძალებს შორის.
ინფორმაციას ამის შეხახებ ,, ავისუფალი საქართველო’’ ავრცელებს.
,,როგორც ცნობილი გახდა, ვენეციის კომისიის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების სისტემის შეცვლა საჭიროებს კონსესუსს პოლიტიკურ ძალებს შორის.
ეს არის იმ მთავარი არგუმენტის გამეორება, რომელსაც ბოლო რამოდენიმე თვის მანძილზე „თავისუფალი საქართველო“, სხვა არასაპარლამენტო პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ ხელისუფლებას, ხოლო მმართველი პარტია ჯიუტად უგულებელჰყოფდა ამ არგუმენტს.
„თავისუფალი საქართველო“ მიესალმება ვენეციის კომისიის პრინციპულ პოზიციას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს უკან ანტიდემოკრატიული პროცესი, დაიწყოს პოლიტიკურ ოპოზიციასთან ფართომასშტაბიანი დიალოგი და მხოლოდ დიალოგისა და კონსესუსის შედეგად შეჯერებული პროექტი გადაუგზავნოს ვენეციის კომისიას’’, - ნათქვამია ,,თავისუფალი საქართველოს’’ განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


