პოლიტიკა
„თავისუფალი საქართველო“ გამორიცხავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ერთად ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას
„თავისუფალი საქართველო“ საპრეზიდენტო კანდიდატს სხვა ეროვნულ ძალებთან ერთად წარადგენს.
როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, „თავისუფალი საქართველო“ გამორიცხავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ცალკეულ განაყოფებთან ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას.
„ბოლო დღეებში, ცალკეული ლიბერალური (ე.წ. პროდასავლური) პარტიების მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ინტერპარტიულ ფორმატში განიხილება ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის საკითხი. აღნიშნულთან დაკავშირებით, გვსურს დავაზუსტოთ, რომ ინტერპარტიული ფორმატი, რომელიც მოიცავს როგორც საპარლამენტო ისე არასაპარლამენტო ოპოზიციას, შექმნილია საარჩევნო გარემოს საკითხებზე სამუშაოდ და ამ ფორმატში ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის საკითხი არ განიხილება.
ვაცხადებთ, რომ „თავისუფალი საქართველო“ გამორიცხავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის ცალკეულ განაყოფებთან („ევროპული საქართველო“, „ახალი საქართველო“, „გირჩი“ და ა.შ.) ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის წამოყენებას. ჩვენ ვაწარმოებთ კონსულტაციებს ეროვნულ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც მკაფიოდ იზიარებენ ტრადიციულ ფასეულობებს და ერთიანი კანდიდატის შესახებ განცხადებას მათთან ერთად რამდენიმე კვირაში გავავრცელებთ“, - აცხადებენ „თავისუფალი საქართველოში.“
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


