პოლიტიკა
თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი თავდაცვის მინისტრს განმარტებას სთხოვს
,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის
მიზანშეწონილობის შესახებ დეტალურ განმარტებას სთხოვს, - აცნობეს მედიანიუსს პარტიიდან. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაუაზრებელსა და ნაჩქარევს უწოდებს და განმარტავს, რომ ასეთი ნაბიჯები სამინისტროს მხრიდან ანგრევს თავდაცვის სისტემას და შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას აფერხებს. ,,ჩვენ ვერ მოვისმინეთ თავდაცვის მინისტრისგან რეალური განმარტება თუ რა მიზეზით მოხდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენა და მისი აზრით რატომ იქნება წვევამდელების სისტემა უფრო ეფექტური, ვიდრე მაღალი კვალიფიკაციის მქონე, სრულად პროფესიული არმიის ყოლა. სწორად ასეთი გაუაზრებელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები ანგრევს თავდაცვის სისტემას და შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას აფერხებს. ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს შეიარაღებული ძალები ეტაპობრივად გადადიოდა სრულად პროფესიულ სისტემაზე, რაც იყო გააზრებული ნაბიჯი და ეყრდნობოდა როგორც დეტალურ გათვლებს, ასევე საქართველოს საფრთხეებთან მიმართებაში აღნიშნული სისტემის ეფექტურობას“, - აცხადებს თამარ კეკენაძე.
თამარ კეკენაძეს აქვს კითხვები მინისტრთან იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება განხილული ქვეყნის მთავარსარდალთან - გიორგი მარგველაშვილთან უშიშროების საბჭოს ფორმატში - ,,მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, აღნიშნული გადაწყვეტილება და თავდაცვის სამინისტროს სამომავლო გეგმები იყო თუ არა განხილული ქვეყნის მთავარსარდათან უშიშროების საბჭოს ფორმატში’’, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.
,,სამწუხაროა, რომ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები არ იყვნენ მიწვეული 100 დღის ანგარიშის წარდგენაზე. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ თავდაცვის მინისტრს ღია და აქტიური კომუნიკაცია ექნება საზოგადოების ყველა წარმომადგენელთან ამ და სხვა ყველა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ეხება.
მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ 2013 წელს, სწორედ თავდაცვის სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე“ - განაცხადა თამარ კეკენაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


