პოლიტიკა
,,თავისუფალი დემოკრატები“ პრეზიდენტს მიმართავს
,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე მიმართავს პრეზიდენტს მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოს ნატოს 2017 წლის სამიტში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით.
,,მივმართავ პრეზიდენტ მარგველაშვილს მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოს ნატოს 2017 წლის სამიტში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით. მინდა ხაზი გავუსვა პრეზიდენტის ჩართულობის მნიშვნელობას აღნიშნულ საკიხში, რადგან სწორედ მას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლი შეასრულოს მიმდინარე პროცესებში. ამიტომ მოვუწოდებ პრეზიდენტ მარგველაშვილს დაინტერესდეს რა გეგმები და ხედვა აქვს საქართველოს ხელისუფლებას ერთი მხრივ ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. მეორე მხრივ გასარკვევია რა გააკეთა ქართულმა მხარემ იმისათვის, რომ საერთოდ ვყოფილიყავით წარმოდგენილნი ნატოს სამიტზე.
საქართველო არ არის ნატოს რიგითი პარტნიორი, რომელიც ელოდება მიიწვევენ თუ არა სამიტზე. ნატოს სამიტზე მონაწილეობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა პროაქტიკულად და სწორად იმუშავებს როგორც ნატოსთან, ასევე ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ამ საკითხზე მუშაობა უნდა დაწყებულიყო დიდი ხნის წინ. სამწუხაროა, რომ სწორედ ხელისუფლების ამგვარი პასიურობა და არაკომპეტენტურობა აზიანებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს.
ნატო-ს 2017 წლის სამიტში არ მონაწილეობა არის ძალიან მომგებიანი გზავნილი ჩვენი მოწინააღმდეგეებისათვის“ , - ნათქვამია თამარ კეკენაძის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


