პოლიტიკა
`თავისუფალი დემოკრატები` და რესპუბლიკელები ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე ერთად მიიღებენ მონაწილეობას
პარტია "თავისუფალი დემოკრატები" და რესპუბლიკური პარტია ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე ერთად მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ განცხადება ორივე პარტიის ლიდერმა ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ გადავწყვიტეთ ერთიანი საარჩევნო სიით წარვსდგეთ თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლის წინაშე. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამომრჩეველი მოატყუა, ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას“, - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა შალვა შავგულიძემ.
თავის მხრივ, როგორც რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რესპუბლიკელებს და თავისუფალ დემოკრატებს ხანგრძლივი გამოცდილება გვაქვს პარტნიორობის და თანამშრომლობის.
,, ჩვენ გავერთიანდით ერთ ბლოკად, მაგრამ ეს ერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ საქართველოში, დღეს შექმნილ რეალობაში.
დღესაც დაიღუპა ახალგაზრდა კაცი მშენებლობაზე და ჩვენი ხელისუფლება არ იცავს ადამიანის სიცოცხლის უფლებას და არ ცვლის კანონმდებლობას. დღესაც მივიღეთ კლანური სასამართლო, დღესაც გვისმენენ და გვითვალთვალებენ, დღესაც ლაპარაკობს ხელისუფლება ცენტრალიზაციაზე და არა ძლიერ თვითმმართველობებზე, სწორედ ამიტომ ამ რეალობის შესაცვლელად გავერთიანდით ჩვენ ერთ ბლოკად და როგორც ერთი ბლოკი ეს არის ჩვენი პოლიტიკური შემადგენელი ჩვენი ბლოკის, ჩვენ გვინდა შევქმნათ, შევთავაზოთ საზოგადოებას თავისფალი სივრცე",-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


