პოლიტიკა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ 2017 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე რეკომენდაცია გამოსცა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ყოველგვარი, მათ შორის, სიტყვიერი ძალადობისაგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისია მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტებს, გასცენ მკაფიო მითითებები და არ დაუშვან მათი კანდიდატების თუ რიგითი წევრების მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური აგრესია, ზეწოლა და სხვა სახის არაეთიკური ქმედებები ერთმანეთისა თუ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მათი წარმომადგენლების მიმართ.
რეკომენდაციის გამოცემის თხოვნით უწყებათაშორის კომისიას 25 სექტემბრის სხდომაზე გიორგი გელაძემ მიმართა (წარმომადგენელი „ახალი თაობა დემოკრატიული − საქართველოსთვის“). კომისიისთვის მის მიერ გადაცემულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ „ახალი საქართველო − პოლიტიკური პლატფორმის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მისი გუნდის წევრებთან ერთად შეიჭრა გლდანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, სადაც გამგებელსა და გამგეობის თანამშრომლებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.
გიორგი გელაძემ კომისიას სთხოვა, გამოცემულიყო რეკომენდაცია მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით. კომისიის წევრთა უმრავლესობამ გელაძის წინადადება გაიზიარა, რაც შესაბამის რეკომენდაციაში აისახა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


