პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროში კანადის თავდაცვის ატაშეს უმასპინძლეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კანადის თავდაცვის ატაშეს, სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტან ივან ალაინს უმასპინძლეს.
ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ლელა ჩიქოვანის განცხადებით, კანადის ატაშესთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო-კანადის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის კუთხით ახალი პერსპექტივები გამოიკვეთა. „გავაღრმავებთ ორმხრივ საქმიანობას განათლებისა და წვრთნების მიმართულებით.
იგულისხმება განათლების კურსით თანამშრომლობა არა მხოლოდ ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან, არამედ კურსები კანადაშიც. შესაბამისად, ეს ქართველ ოფიცრებს ნატოსთან თავსებადობის კუთხით განვითარების შესაძლებლობას მისცემს, რაც შეიარაღებულ ძალებს თვისობრივად ახალ საფეხურზე ასვლაში დაეხმარება. ეს მნიშვნელოვანია შეიარაღებული ძალებისთვის, თავდაცვისა და სამხედრო სფეროში ქართულ-კანადური თანამშრომლობის განვითარებისთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სტუმარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის და იმ მზაობისთვის რომელსაც კანადის მთავრობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით იჩენს, მადლობა გადაუხადეს. ქართულმა მხარემ კანადის ატაშეს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო.
სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანმა ივან ალაინმა ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, კანადის გენერალური შტაბის უფროსის სახელით, გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


