პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროში 2016 წლის აგვისტოდან შტატების გაუქმებისა და შემცირების შედეგად მილიონ ლარამდე თანხა დაიზოგა - თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ,,გურიანიუსის’’ მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელიც უწყების ხელმძღვანელის ერთ-ერთი მოადგილის, ლელა ჩიქოვანის ანაზღაურების საკითხს ეხება.
,,ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალებით, 2017 წლის 1 მაისს გავრცელებული ინფორმაცია, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ლელა ჩიქოვანის შრომითი ანაზღაურების შესახებ, უზუსტობებს შეიცავს. მოგახსენებთ, რომ ინფორმაციაში, რომელიც სააგენტომ გაავრცელა, საუბარია ლელა ჩიქოვანის ოთხი თვის ანაზღაურებაზე, თუმცა, რეალურად, დასახელებული მთლიანი თანხა ხუთი თვის შრომის ანაზღაურებაა - 2016 წლის 2 აგვისტოდან - 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ასევე აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროში 2016 წლის აგვისტოდან, მინისტრისა და მისი მოადგილეების, ასევე გენერალურ შტაბსა და სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მრჩეველთა შტატების გაუქმებისა და თანაშემწეების შტატების შემცირების შედეგად, მთლიანობაში, წლიურად, მილიონ ლარამდე თანხა დაიზოგა.
შესაბამისად, დაზოგილი თანხა, ერთი მხრივ, გენერალური შტაბის სამეთაურო რგოლზე გადანაწილდა (300-მდე სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც სამეთაურო დანამატი დაენიშნათ), მეორე მხრივ, ფუნქციონალური დატვირთვის ადეკვატურად, უწყების სხვადასხვა თანამდებობის პირზე, რაც მათ შრომის ანაზღაურებაზე აისახა’’, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


