უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 მარტი, 2025 13:32
font-size

თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი აშშ-დან 34 მედლით დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი აშშ-ში, ტეხასის შტატში გამართული საჰაერო ძალების და საზღვაო ქვეითთა თამაშებიდან ღირსეული გამარჯვებით დაბრუნდა. ქართველმა სამხედრო პარასპორტსმენებმა 18 ოქროს, 11 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

სამხედრო პარასპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ასევე სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი უჯმაჯურიძე დახვდნენ, ღირსეული გამარჯვება მიულოცეს და წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს.

საჰაერო ძალების და საზღვაო ქვეითთა თამაშები ტეხასის შტატში, ქალაქ სან-ანტონიოში, საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე გაიმართა. სპორტულ შეჯიბრში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულმა გუნდმა უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა. ქართველი სამხედრო პარასპორტსმენები სპორტის ინდივიდუალურ და გუნდურ ისეთ სახეობებში ასპარეზობდნენ, როგორიცაა მშვილდოსნობა, ველორბოლა, ნიჩბოსნობა, მძლეოსნობა - ბირთვის და ბადროს სროლა, ძალოსნობა, ცურვა, სირბილი, სროლა შაშხანით და პისტოლეტით, მჯდომარე კალათბურთი, მჯდომარე ფრენბურთი.

პარასპორტული ღონისძიების მიზანს წარმოადგენს დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს შორის პრობლემების დაძლევაში გამოცდილების გაზიარება, თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლება, სხვა ქვეყნების დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებთან კომუნიკაციის დამყარება, რაც ხელს უწყობს მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი