პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა შვედ ხალხს მიუსამძიმრა
ლევან იზორიამ საქართველოში, შვედეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
თავდაცვის მინისტრმა სტოკჰოლმის ცენტრში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად უდანაშაულო ადამიანების გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა და შვედეთის ხელისუფლებას, შვედ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა:
„გამოვხატავ ღრმა მწუხარებას შვედეთში მომხდარი ტერაქტის გამო, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, შვედ ხალხს. მწამს, რომ შვედი ხალხი ამ ტრაგედიას სიმტკიცით დაძლევს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
შვიდ აპრილს, შვედეთის სამეფოს დედაქალაქის ცენტრში, დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა თხუთმეტი ადამიანი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


