პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებს ლექცია წაუკითხა
ევროპული ინტეგრაციის კუთხით ცნობიერების ამაღლებისა და ევროპის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში ევროპის დღეები იმართება. დღეს, ევროპის დღეების ფარგლებში, რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ორდღიანი სემინარი დაიწყო. სემინარი „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი-ევროინტეგრაცია“ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ გახსნეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სტუდენტებს თემაზე - „ევროატლანტიკური ღირებულებები და საქართველო“ - ლექცია წაუკითხა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ ყურადღება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტზე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გაამახვილა:
„მქონდა შესაძლებლობა, წამეკითხა ლექცია და მესაუბრა ევროპის ტიპის სახელმწიფოს მნიშვნელობაზე, ზოგადად, ევროპულ ღირებულებებზე . დასავლური ღირებულებების საწინააღმდეგოდ პროპაგანდის შესაჩერებლად, ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალია, კიდევ ერთხელ გავიაზროთ ადამიანის თავისუფლების, ღირსების დაცვის მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ ავიღოთ ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის კურსის ურყევობის წინაშე პასუხისმგებლობა“, - განაცხადა მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრმა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსზე, წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპებზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოსთვის პრიორიტეტულია. ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში ინსტიტუციური აღმშენებლობისა და ოპტიმიზაციის კუთხით განხორციელებული რეფორმებიც გაიხსენა.
ლექციის დასრულების შემდეგ, მინისტრის სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ნინო ბოლქვაძემ ლევან იზორიას თანამშრომლობისა და ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.
საქართველოში ევროპის დღეები 7 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით წელს მეხუთედ აღინიშნება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


