პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რომ გამოძიებამ რეალური სურათი გვიჩვენოს - ეკა ბესელია
,,ქართული ოცნების“ წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ბაზაზე მომხდარ ინციდენტზე საუბრისას, პოლიტიკოსებს მეტი თავშეკავება მართებთ. ამის შესახებ ეკა ბესელიამ ოპოზიციის შეფასებების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის მინსიტრის განცხადებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს გამოძიების მიმდინარეობაზე. ეკა ბესელიას თქმით, ლევან იზორიას მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რომ გამოძიებამ მიიღოს სწორი მიმართულება.
,,რადგან დაწყებულია გამოძიება, საჭიროა, რომ გამოძიებას ვაცალოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ თავდაცვის მინისტრი არათუ არ შეუშლის ხელს, რომ გამოძიებამ მიიღოს სწორი მიმართულება, არამედ პირიქით, გაკეთდება ყველაფერი, რომ გამოძიებამ რეალური სურათი გვიჩვენოს და ვნახოთ, რა მოხდა სინამდვილეში და არ დარჩეს არცერთი კითხვა, რომელზედაც შეიძლება რაიმე პასუხი არ იყოს. ამიტომ, გამოძიების მუშაობა ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პოლიტიკოსების მხრიდან საჭირო არის ამ ეტაპზე მეტი თავშეკავება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


