პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დურსუნ ჰასანოვს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
თავდაცვის მინისტრმა ყურადღება აზერბაიჯანთან სტრატეგიული დონის ურთიერთობაზე გაამახვილა. ლევან იზორიამ საქართველოში აზერბაიჯანელი კოლეგის დაგეგმილი ვიზიტისა და სამმხრივ ფორმატში - საქართველო, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.
„ერთი თვის წინ აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში სტრატეგიულ დონეზე ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს შევხვდით და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის, თავდაცვის სფეროში. წელს ამ მიმართულებით ბევრი რამ იგეგმება აზერბაიჯანთან. კერძოდ, ჩვენ ველოდებით აპრილის თვეში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, კიდევ ერთხელ განვიხილავთ და განვახორცილელებთ 2017 წლის თავდაცვის თანამშრომლობის გეგმის მიხედვით განსაზღვრულ პრიორიტეტებს. ასევე, შესაძლებლობა გვაქვს სამმხრივ ფორმატში თურქეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით დავგეგმოთ ერთობლივი წვრთნები და ის გეგმები, რომლებიც ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებით გვაქვს ამ ქვეყნებთან გათვალისწინებული. ასე რომ, თანამშრომლობის ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს წელს და აზერბაიჯანთან ერთად აუცილებლად განვახორციელებთ“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
თავდაცვის მინისტრმა მეგობარი სახელმწიფოს ელჩთან სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებაც ისაუბრა.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო ატაშის მოვალეობის შემსრულებელი, მაიორი ფუად იბრაჰიმოვი დაესწრნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


