პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ევროპის ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტებს გამართავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში - ფინეთის რესპუბლიკაში, შვედეთის სამეფოსა და ესტონეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება.
ლევან იზორია ვიზიტს ფინეთში სტუმრობით დაიწყებს. დაგეგმილია შეხვედრები ფინელ კოლეგასთან იუსი ნიინისტოსთან და თავდაცვის ძალების უფროსთან, გენერალ იამო ლინდბერგთან. ფინეთის თავდაცვის ძალებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ფინეთის რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის შესახებ ბრიფინგს დაესწრება. ლევან იზორია ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტიმო სოინთანაც გამართავს შეხვედრას.
ფინეთიდან ქართული დელეგაცია შვედეთის სამეფოში გაემგზავრება. ოფიციალური ვიზიტი შვედეთის სამეფოს სამხედრო აკადემიაში „კარლბერგში“ სტუმრობით დაიწყება, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი შვედ კოლეგასთან პიტერ ჰულტქვისტთან გამართავს შეხვედრას. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ მინისტრები ანალიტიკურ-კვლევით ცენტრში „საზოგადოება და თავდაცვა“.
გადაინაცვლებენ და ფართო საზოგადოებას საქართველოსა და შვედეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები შვედეთის სამეფოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ მიკაელ ბიდენთან და შვედეთის სამეფოს პარლამენტის - რიკსდაგის თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტს ქალაქ ტარტუში ბალტიის თავდაცვის კოლეჯში სტუმრობით დაიწყებს, სადაც სამეთაურო და გენერალური შტაბის კურსების ქართველ მსმენელებს გაესაუბრება.
დაგეგმილია ლევან იზორიას შეხვედრა ესტონელ კოლეგასთან მარგუს ცაჰკნასთან, ასევე ესტონეთის თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ენდრეკ სირელისთან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ევროპის ქვეყნებში 28 იანვარს დასრულდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


