პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი 100-დღიან მუშაობას აჯამებს
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მისი უწყების 100-დღიანი მუშაობას შეაჯამა.
იზორიამ პრეზენტაციაზე თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო საერთაშორისო პარტნიორებთან სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება.
,,თქვენ ხედავთ ჩვენს სლოგანსაც, სადაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენ ერთი გუნდით ერთი სტრატეგია ჩამოვაყალიბეთ. ამ გუნდში ვგულისხმობ, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს, პირველ რიგში აშშ-ს, ნატო-ს წარმომადგენელ ქვეყნებს, თავად ნატო-ს წარმომადგენლობას.
რაც შეეხება, 100 დღის მუშაობის ანგარიშს განსაკუთრებული ყურადღება იქნა მიპყრობილი ინსტიტუციურ რეფორმებზე, კერძოდ კი, უწყებაში მიუკერძოებლობის, ოპტიმალურობის, კოორდინაციისა და აღსრულების პრინციპების რეალიზებაზე’’, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა შერჩევის საბჭოს დებულებებში და ოფიცრების შერჩევის პროცესი გახდა მაქსიმალურად გამჭვირვალე და ობიექტური.
ამასთან, როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, განხორციელდა სამოქალაქო ოფისის რეორგანიზაცია.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში განისაზღვრა სტატეგიული პარტნიორების მონაწილეობა.
მინისტრის განცხადებითვე, მისი უწყების სპეციფიკიდან გამომდინარე შემუშავდა უსაფრთხოების ინსტრუქციებიც.
,,შესაძლებელი გახდა ყველა იმ წვრთნების ინსტიტუციონალიზება შესაბამისი ინსტრუქციებით, სამხედრო მომზადების სტანდარტული პროცედურებით, რომელიც დაკავშირებულია ჯარისკაცის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან’’, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


